top of page

კოლექცია

საუკუნოვანი გამოცდილების, ნიჭიერი ტექნოლოგების შრომისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შედეგად შეიქმნა კომპანია „სარაჯიშვილის“ მდიდარი და უნიკალური კოლექცია. „სარაჯიშვილის“ თითოეული პროდუქტი ინდივიდუალური ისტორიით, ასაკით, წარმომავლობით,  ხასიათითა და გარეგნული იერით გამოირჩევა.

ამჟამად „სარაჯიშვილი“  საკუთარ პროდუქციას სამი ძირითადი მიმართულების ქვეშ აერთიანებს.

კლასიკური ხაზის მარკების კლასიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხდება.

 

უნიკალური ხაზის ქვეშ ის გამორჩეული პროდუქტი მოიაზრება,  რომელთა შექმნას განსაკუთრებული იდეა უდევს საფუძვლად.

ვინტაჟურ ხაზს კი განსხვავებული კონცეფცია აქვს -   მისი მთავარი იდეა საკუპაჟე კომპოზიციაში კონკრეტულად ერთი ასაკის სპირტის გამოყენებაა.

wine barndy

bottom of page