top of page
SARAJISHVILI ENISELI.jpg

ენისელი

საუკუნეზე მეტია, რაც კომპანია „სარაჯიშვილი“ ღვინის ბრენდის გამორჩეულ ნიმუშებს ქმნის.

 

საუკეთესო ხარისხის ღვინის ბრენდის შექმნის  პროცესი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელშიც წარმატებული შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანი ასრულებს. უნიკალური საკუპაჟე კომპოზიცია ფაქიზი ინტუიციისა და არომატების აღქმის ნიჭის წყალობით იქმნება. სწორედ ასეთი ადამიანის, კომპანია „სარაჯიშვილის“ ტექნოლოგის, ვახტანგ ციციშვილის დამსახურებით შეიქმნა ბრენდი „ენისელი“.

 

 

„ენისელის“ დაუვიწყარი გემო კომპანია „სარაჯიშვილის“ ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს კეთილშობილი, მუქი ოქროსფერი სითხე  საშუალოდ 35 წლის დაძველებისაა. ქართული ყურძნის გამორჩეული ჯიშისგან, „რქაწითელისგან“ მიღებული, მდიდარი გემოს მქონე ეს დახვეწილი სასმელი მუხის მერქნის, შოკოლადის, ვანილის, ყვავილებისა და ხილის არომატების ფაქიზი ბალანსით გამოირჩევა. ყვარლის მიკროზონის სოფელ ენისელის უნიკალური ქართული მიწა და მზე ის განუმეორებელი და შეუცვლელი პირობებია რომლებიც,  ამ ძვირფასი სითხის მრავალმხრივ  ხასიათს აყალიბებენ და ბრენდის მოყვარულებს იდეალურ გემოსთან დაუვიწყარ შეხვედრას ჰპირდებიან. „ენისელი“ ერთობლიობაა ყველა იმ საუკეთესო ტრადიციის , რომელიც კომპანია „სარაჯიშვილის“ სავიზიტო ბარათია.

 

ისევე, როგორც ყველა უნიკალურ პროდუქტს, „ენისელსაც“ თავისი  ისტორია აქვს.  ის 1943 წელს შეიქმნა, თუმცა ლეგენდად იალტის 1945 წლის კონფერენციაზე იქცა.

„ენისელმა“ კონიაკისა და ბრენდის დიდი მოყვარული და მცოდნე უინსტონ ჩერჩილი აღაფრთოვანა. 1947 წელს კი, ვახტანგ ციციშვილმა „ენისელის“ შექმნისთვის  სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა.

 

 „ენისელმა“ განაგრძო ტრიუმფალური სვლა და წლების მანძილზე საერთაშორისო გამოფენებისა და კონკურსების უცვლელ ვარსკვლავად რჩებოდა, რასაც მისთვის მინიჭებული 4 გრან პრი, 2 სუპერ გრანპრი, 22 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი ადასტურებს.

bottom of page