top of page

ჩვენს შესახებ

პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და  დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით  წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდის წარმოებისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკროზონები. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში, 1887 წელს კი პირველი პროდუქტიც გამოუშვა.

bottom of page