top of page

ტექნოლოგია

       საუკუნეზე მეტია რაც, „სარაჯიშვილმა“ღვინის ბრენდის წარმოებას დაუდო სათავე. ღვინის ბრენდის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც შესაფერის ტექნოლოგიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. სასიამოვნო გემოს და მაღალი ხარისხის ბრენდის შექმნა ჭეშმარიტი ხელოვნებაა.

ttt.jpg

მოსავალი

          საუკუნეზე მეტია, რაც „სარაჯიშვილი“ ღვინის ბრენდის საუკეთესო ნიმუშებს ქმნის. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სათანადოდ შერჩეული ვაზის ჯიშებია. დავით სარაჯიშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ვაზის შესაფერისი ჯიშების შესწავლას. ციცქა, ცოლიკაური, გორული მწვანე, ჩინური და რქაწითელი - ღვინის ბრენდის შესაქმნელად საუკეთესო ჯიშებია.

ღვინო

    ღვინის ბრენდის შექმნა რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც არა მხოლოდ გამართულ ტექნოლოგიას, არამედ ადამიანის შემოქმედებით ჩარევასაც მოითხოვს. „სარაჯიშვილი“ უდიდეს ყურადღებას უთმობს მოსავლის დროულად აღებას. ჩვენი ღვინო მხოლოდ ევროპული ტექნოლოგიით მზადდება და ხასიათდება ზომიერად ტკბილი და მჟავე ხილის ნეიტრალური ტონებით.  დროული დისტილაცია საშუალებას გვაძლევს დავიკავოთ წამყვანი პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე.

დისტილერი (12)_edited.jpg

ორმაგი დისტილაცია

         წარმოების კლასიკური ტექნოლოგია „სარაჯიშვილის“ კიდევ ერთი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ სპირტის გამოხდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. დღეს საქართველოში მხოლოდ „სარაჯიშვილი “ იყენებს ფრანგულ, შარანტის ტიპის სპირტსახდელ აპარატს, რომელიც  საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უმაღლესი ხარისხის საკონიაკე სპირტი.

BRRR.jpg

სპირტის დავარგება

         სპირტის დავარგება მეტად საპასუხისმგებლო პროცესია. „სარაჯიშვილი“, როგორც ერთ-ერთი უძველესი კომპანია, ტექნოლოგიის  ტრადიციულ მეთოდს იყენებს.  ორმაგი გამოხდის შედეგად მიღებული სპირტების დავარგება 350-400 ლიტრიან მუხის კასრებში მიმდინარეობს. პროცესი მინიმუმ სამი წელი გრძელდება. ამ პერიოდში ახალგაზრდა სპირტი მუხის მერქნისგან ინტენსიურად შთანთქავს ექსტრაქტულ ნივთიერებებს, მათი შემდგომი დაჟანგვით კი წარმოიქმნება ის არომატი და გემო, რომელიც განასხვავებს „სარაჯიშვილის“ ბრენდს სხვა სასმელებისგან. სპირტის დავარგების პროცესში მისი რაოდენობის დაახლოებით 3% ორთქლდება. აორთქლებულ სპირტს „ანგელოზების წილს“ უწოდებენ.

_MG_8090.jpg

კუპაჟი

               სპირტის დაკუპაჟება ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. ბრენდის შექმნის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტუიციასა და გემოვნებაზე დაყრდნობით  უნიკალურ საკუპაჟე კომპოზიციას ქმნის. სტაბილურად ერთგვაროვანი, ხარისხიანი ღვინის ბრენდის შესაქმნელად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის სპირტი. კომპანიის საცავებში არსებული უნიკალური კოლექცია გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ სტაბილურად ხარისხიანი და გამორჩეული  საკუპაჟე კომპოზიციები.

ასიმილაცია

  ბრენდის წარმოების დასკვნითი საფეხური ნარევის დასვენებაა. „სარაჯიშვილისათვის“ ეს პროცესი ექსკლუზიურად მუხის კასრებში მიმდინარეობს და ოთხიდან თორმეტ თვემდე გრძელდება. წარმოების ამ საფეხურზე ღვინის ბრენდის შემადგენელი კომპონენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და უნიკალურ სასმელად გადაიქცევა.

AAADDD.jpg

ღვინის ბრენდი

bottom of page