top of page
B00593621111111.jpg

კაკლის ტიხარზე დამზადებული, ტრადიციული ქართული ხალხური რეცეპტით შექმნილი უნიკალური, უმაღლესი ხარისხის სასმელი

tixAAAA.jpg

ტიხარი

კომპანია „სარაჯიშვილი“ ოჯახური, ხალხური, ისტორიული გემოს მაძიებლებს შორისაა. ტრადიციული გემოს შენარჩუნება და ახალ, განსხვავებულ გემოზე მუშაობა აქ საუკუნოვანი ტრადიციაა. კომპანიაში უწყვეტად ეძებენ, არჩევენ და აგროვებენ ჩვენი ქვეყნისთვის ავთენტურ, ხალხურ რეცეპტებს. ამ რეცეპტების დამუშავებით, შესწავლითა და სინთეზით იქმნება ახალი გემო.

ამ ძიების შედეგია ახალი პროდუქტი - „ტიხარი“. მით უფრო, რომ სასურველი გემოს მისაღებად ,,სარაჯიშვილის“ ტექნოლოგები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. მიზანი ოჯახ-ოჯახ მიგნებული ხალხური გემოდან ახალი, განსხვავებული, სტაბილური გემოს მიღება იყო. საგულისხმოა ის, რომ ძველმა ქართულმა რეცეპტმა შეიძინა ახალი სიცოცხლე, ახალი შეფუთვა და ფორმაც - ცივად, ყინულით რომ აგემოვნებს პიკანტური გემოს აღმოჩენით აღტაცებული მომხმარებელი.

ტექნოლოგია: სასმელის კუპაჟში მონაწილეობს კაკლის ტიხრის ნატურალური ექსტრაქტი, საბრენდე და უმაღლესი ხარისხის სპირტები. აღნიშნული ინგრედიენტების კუპაჟი თავსდება მუხის ძველ კასრებში, რომლებშიც წლების განმავლობაში საბრენდე სპირტი ძველდებოდა.

კუპაჟის შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქტი - „ტიხარი“ გამოირჩევა მიმზიდველი, კრიალა ოქროსფერით, ორიგინალური, სასიამოვნო ნიგვზისა და  პიკანტური არომატით, რბილი, მდიდარი, დახვეწილი გემოთი.    

bottom of page