top of page
ტური
ქართული ღვინის ბრენდის წარმოების ისტორია 1884 წელს ,,სარაჯიშვილის“ ქარხანაში
დაიწყო . დაარსების დღიდან ,,სარაჯიშვილის“ გუნდი კონიაკის წარმოების ხელოვნებას ეუფლება და ქმნის ღვინის ბრენდის გამორჩეულ ნიმუშებს.
კონიაკის მსუბუქი, სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი ბაღები და უძველესი საცავები თითქმის გვავიწყებს აწმყოს და გვაბრუნებს ეპოქაში, რომელშიც ქართული ღვინის ბრენდის წარმოება პირველ ნაბიჯებს დგამდა.
სტუმრობის დროს თქვენ აღმოაჩენთ და გაეცნობით ქართული ღვინის ბრენდის ისტორიასა და მისი შექმნის ტექნოლოგიის უცნობ ნიუანსებს, შეეხებით ისტორიულ არტეფაქტებს, ისწავლით „სარაჯიშვილის“ დაგემოვნებას, შეფასებასა და მასთან მოპყრობის წესებს.
ღვინის ბრენდის დეგუსტაცია საშუალებას მოგცემთ შეიცნოთ სასმელის მრავალფეროვანი არომატი და აღმოაჩინოთ მისი მიმზიდველი ძალა.
ორშაბათი - კვირა 10:00-17:00
ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
ტურები ტარდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე
დაჯავშნე
bottom of page