top of page

 კომპანიის საცავებში დაცული ათასობით მუხის  კასრიდან, რომლებიც სხვადასხვა ასაკის,  საქართველოს განსაკუთრებული მიკროზონებიდან მიღებულ სპირტს ინახავს, კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგების გუნდი იმ კონკრეტულს არჩევს, საიდანაც „ვინტაჟის ხაზის“ ახალი პროდუქტი იქმნება. 

 

 „ვინტაჟური ხაზი“ აერთიანებს 25 განსხვავებულ პროდუქტს, რომელიც ერთი, კონკრეტული წლის სპირტისგან მზადდება. ვინტაჟური ხაზის პროდუქტების რაოდენობა შეზღუდულია - მხოლოდ 1000 ბოთლი.

 

საუკუნოვანი ტრადიციებისა და სპირტების უნიკალური კოლექციის  წყალობით, კომპანია  „სარაჯიშვილს“ აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას ასეთი გამორჩეული და მაღალი ხარისხის პროდუქტები. ეს არის შესაძლებლობებითა და გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც დავით სარაჯიშვილმა დაიწყო. სამსაუკუნოვანი ისტორია არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სტიმული, რომ მუდმივად ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებულნი და შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები.

თითოეული ბოთლი, გაჩერებული დრო უნიკალური ისტორიაა, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება.  

bottom of page