top of page
სარაჯიშვილი VSOP შავი
,,სარაჯიშვილი VSOP“ შვი მუხის კასრში დავარგებული მუქი ქარვისფერი სითხეა, მკვეთრი და რბილი გემოების ჰარმონიული შერწყმით. ამ კეთილშობილ სასმელს შავი ფერის ელეგანტური ბოთლი საიმედოდ იცავს მზის სხივებისგან. საცავ N8-ში დავარგებული, საგანგებოდ შერჩეული ქართული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული სპირტები განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.
მიწის ზედა საცავში ტენიანობისა და ტემპერატურის ბალანსი, დანაკარგის მიუხედავად, სპირტის ინტენსიურ დაძველებას განაპირობებს. სწორედ ეს სძენს ამ დაბალანსებული გემოს მქონე გამორჩეულ ქართულ ბრენდს იშვიათ არომატს, რომელშიც ჩირის, შავი ქლიავის, დარიჩინისა და ვანილის მსუბუქ ნოტებს ამოიცნობთ.
bottom of page